ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება და მათი დასრულება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ოპოზიციის ქმედებაზე.
“ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა თემა ღია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება”, – თქვა კობახიძემ.