“ივანიშვილმა სტერილური რობოტების არმია შექმნა და ყრუ “ვის ურიგდებით, რისთვის ურიგდებით, ოღონდ ამიხსენით და ოკ,წავალ ზარქუას და ბექაურს ჩავეხუტები”

“მე არ ვიცი ვინ ვის ურიგდება, მაგრამ დღეს ვიყავი პარლამენტის კომიტეტში სხდომაზე. ორი დღის წინაც ვიყავი. განიხილება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არა მხოლოდ მედიას და კონკრეტულ ინდუსტრიას ურტყამს, არამედ შეიძლება ძალიან ცუდად შემობრუნდეს იმ ვითომ კეთილშობილური მიზნების საპირისპიროდ, რასაც თითქოს კანონის ცვლილებები ემსახურება. რამდენიმე თვეში შეიძლება აზარტულმა თამაშებმა მთლიანად უკონტროლო სივრცეებში გადაინაცვლოს და უფრო დიდი ტრაგედიები დატრიალდეს.
ოკ.
გავანებოთ ამას თავი. რა დავინახე ოცნების შემადგენლობასთან პირადი კონტაქტისას: ბიოლოგიური ვერატანა აქვთ განსხვავებული ტიპების. დანახვაზეც ეგრევე ალარმი ერთვებათ, მოსმენა არ შეუძლიათ ნახევარ წუთზე დიდხანს, ფორმალურადაც არ შეუძლიათ გაითამაშონ დემოკრატიული პროცესი.
ქალი, რომელიც თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და რომელიც დღეს პირველად ვნახე საერთოდ გაგებაში არ არის სად არის და რატომ არის, ან პარლამენტი რა არის. ზარქუა აღტაცებული დარბოდა და ყვიროდა, დიახაც უმრავლესობაში ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთო. თქვენ საერთოდ გაჩუმდითო.
რა არ მინახავს, მაგრამ ეგეთი არაფერი.
იმაზე ბევრად ცუდად არის საქმე ვიდრე წარმოგვიდგენია. ისე არიან დაპროგრამებული, მაგათ არაფერი არ ეშველებათ. ივანიშვილმა სტერილური რობოტების არმია შექმნა და ყრუ კედლით შემოფარგლა გარე სამყაროსგან. ვის ურიგდებით, რისთვის ურიგდებით, ოღონდ ამიხსენით და ოკ, წავალ ზარქუას და ბექაურს ჩავეხუტები”.
ნინო ჯანგირაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share