მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა 23 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაცით, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და მნიშვნელოვნადაა დაკლებული წონაში
“ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველაფერი. არ შიმშილობს ცხადია, მაგრამ ვერ ჭამს. სამ მეოთხედზე მეტს ვერ ითვისებს საკვებს და ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი. ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ის ისე სუსტად არის რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში, თუ ის ასე იქნა, ჯობია, რომ ამისგან თავი შეიკავოს რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს და გასაგებია რა მიზანიც აქვს ამას ყველაფერს, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეზე დიდი მიზანი ჩემი აზრით არ არსებობს” ამბობს ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება რეკონსილიაციის პროცესს და ამასთან დაკავშირებით ცოტა ხანში სპეციალური განცხადება მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდება.