“კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას…ჩემთვის პოზიცია ოპოზიცია ერთი ხართ აქ…წამლის რეკლამას თავი ავარიდოთ”-კახაძე

“კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ყველას ვინც ამ დარბაზშია, ჩემთვის პოზიცია ოპოზიცია ერთი ხართ აქ, წამლის რეკლამას თავი ავარიდოთ. თვითმკურნალობა სიკვდილისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. ადამიანმა არ იცის როგორ, სად გამოიყენოს მედიკამენტი. ამიტომ, რეკლამის მიმცემებმა, რომლებიც კეთილშობილურ აზრს უნდა ემსახურებოდეთ, გთხოვთ დაუკვირდით, რა საქციელს ჩადიხართ. წამლის რეკლამა მხოლოდ ექიმებისათვის იყოს, დახურულ სივრცეში აუხსენით ნოვაცია და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, პაციენტს როგორი წამალი დაუნიშნონ. თქვენ ამას ფულის სანაცვლოდ ანგარებიანი კუთხით ნუ გააკეთებთ. ეს ჩემი კატეგორიული თხოვნა იქნება”.

თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share