მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თვლის, რომ ხვალ, 21 დეკემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს და მესამე პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცოს. ამის შესახებ მან გადაცემა “პირველ ხაზში” განაცხადა.
ძალიან სიმბოლური, რომ ეს დაბადების დღეს ემთხვევა. ხალხი უნდა გამოვიდეს და მიულოცოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღე. მე თბილისში არ ვარ და ძალიან ვწუხვარ, ორემ მეც აუცილებლად მივიდოდი. მე ის არ მომწონს ჩვენი ოპოზიციის, რომელიც როესაც შეკრებავენ ხალხს, ხვალაც მინიმუმ ათი ათასი ადამიანი იქნება, მინიმუმ… ასე შევიკრიბებით ის ხალხი, ვინც უკმაყოფილო ვართ და დავიშლებით, შევიკრიბებით-დავიშლებით… აი, შეკრიბეს 60 ათასი ადამიანი, იმათი დაშლა შეიძლებოდა სანამ არ მიაღწევდნენ თავის შედეგს? უნდა ყოფილიყო მაგის ორგანიზაცია, – თქვა ბურჭულაძემ.