მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც ნიუ-იორკიდან საქართველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად ორიოდე თვის წინ დაბრუნდა, აქტიურ სასცენო ცხოვრებაში უკვე ჩაერთო. მომღერალი საახალწლო პროგრამაში იღებს მონაწილეობას. სოფო „ფეისბუქ“-გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც წითელ კაბაში პოზირებს. ელეგანტური წითელი კაბა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა შექმნა. სოფო კი “წითელში” ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
შეგახსენებთ, სოფოს „შემოქმედებითი ნათლობა“ საქართველოში სწორედ წითელ კაბაში შედგა. ალბათ გემახსოვრებათ, მოსკოვიდან ახლადდაბრუნებულმა სოფომ 2010 წლის 15 აგვისტოს გამართულ კრის დებურგის კონცერტზე სიმღერა lady in red ლეგენდარულ ბრიტანელ მომღერალთან ერთად შეასრულა. წითელი კაბა ეცვა სოფოს „ევროვიზიის“ 2010 წლის ფინალშიც, სადაც საქართველო ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.
სოფოს შემოქმედებას მოწყურებული თაყვანისმცემლები მომღერლის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ და წარმატებას უსურვებენ ქართულ სცენაზე დაბრუნების გზაზე.
intermedia.ge