“ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება ხანგრძლივი…რათა ყველა საკითხს თავისი სახელი დაერქვას”-ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ შერიგების პროცესი იქნება ხანგრძლივი, რათა ყველა საკითხს თავისი სახელი დაერქვას და გარკვეულ საკითხებს ნათელი მოეფინოს.

 

„ეროვნული თანხმობა არის პროცესი. ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი, რათა გარკვეულ საკითხებს ნათელი მოეფინოს. ყველა საკითხს თავისი სახელი უნდა დაერქვას, და არა ისე, რომ დამნაშავე გმირად გამოაცხადონ – იმ თემებზე, რაზეც მთელი საზოგადოება თანხმდება, იქნება ეს გირგვლიანის მკვლელობა, 7 ნოემბერი თუ რაიმე სხვა, ვინმემ თვალებში ნაცარი შემოგვაყაროს და თქვას, რომ ეს უბრალოდ რაღაც მარტივი შეცდომა იყო“, – ამბობს ნინო წილოსანი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა პარტიებთან ინდივიდუალურად მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ასევე სალომე ზურაბიშვილი შეხვდა საქართველოს პატრიარქს და მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.

reportiori.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share