პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

პოლიციელი, რომლის გასროლასაც საკუთარ სახლში მყოფი ქალი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ირკვევა, რომ სიმონ გაბრიაძეს საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

გამოცემა მკითხველს დეტალურად უყვება,  როგორ გათავისუფლდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პოლიციელი ციხიდან 15 თვეში და რა როლი ითამაშეს სასჯელის შემსუბუქებაში პროკურატურამ, სასამართლომ და ეკლესიამ.

2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, თამარ ანთელავა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე სახლში, მოხუც დედასთან ერთად იყო. ამ პერიოდში თბილისში კოვიდ პანდემიის გამო კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა.

50 წლის ქალი მუხლებზე ლეპტოპით დივანზე იჯდა, როდესაც აივნის ფანჯრიდან შე ვარდნილი ტყვია კეფაში მოხვდა.უცნაურ ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

მალევე გაირკვა, რომ იმ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სიმონ (სოსო) გაბრიაძე, საკუთარ ბინაში, მეგობრებთან ერთად აღდგომას აღნიშნავდა. მთვრალი აივანზე გავიდა და “ვიკინგის” (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ ისროლა, ერთ-ერთი ტყვია მისი კორპუსიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარე კორპუსის აივნის ფანჯარაში შევარდა და ქალი მოკლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share