2021 წლის იანვრიდან კომერციულ სექტორს ბუნებრივი აირის საფასური გაუძვირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და გაზის გადასახადის მომატების თემას ეხმაურება.
„ჩვენი საყვარელი მთავრობა.
რა დროული დახმარებაა, ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენი ტიპის სერვისისთვის. იმის მაგივრად ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მისაწვდომობა გაეზარდათ მოსახლეობისთვის, ისედაც სამმაგ გადასახადებს აი ახლა, ზუსტად ახლა გვიძვირებენ, გაძვალტყავება რომ ემუქრება მთელ ქვეყანას“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
„თბილისი ენერჯმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა), 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება.