ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიაში საპრიზო ფონდი, 100 000 ლარი გათამაშდა. ეს თანხა ბათუმელმა ქალმა მოიგო, სახელად ანა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. “აიცერი და მოიგე” 31 დეკემბრის საღამოს, პირველი არხის ეთერში გაიმართა.
ლატარიაში მონაწილეობდა ყველა, ვინც ერთხელ მაინც გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინა, ჯამში 1 222 349 ადამიანი.
გათამაშებაში 1 222 349 ადამიანი მონაწილეოდა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც ადამიანიც არის თუნდაც ერთი დოზით აცრილი
მთავრობის მიერ შექმნილი ლატარიის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენდა. გათამაშებები იყო ყოველდღიური და ყოველკვირეული, სადაც 100, 500, 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის მოგება იყო შესაძლებელი. წლის ბოლოს კი შემაჯამებელი გათამაშება გაიმართა, სადაც საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იყო.
https://on.ge/