უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, 1 თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ სახელმწიფო გააკეთებს დღეში 20 000-ს ტესტს. ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.
“განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება 20 წუთის განმავლობაში.
ამის მიზანია ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს მსუბუქი შემთხვევების, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ სასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
ამ მიზნით ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით”. – თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.