ცნობილი ოზურგეთელი მესტამბის (ოზურგეთში სტამბა გახსნა 1886 წელს, შემდეგში სტამბები გახსნა ბათუმში, სენაკში და თბილისში) და გამომცემლის, ასევე ოზურგეთში ბიბლიოთეკისა და წიგნის მაღაზიის დამაარსებლის, საქართველოში განსაკუთრებით კი გურიაში ღარიბი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი – “იაფი წიგნის” გამავრცელებლის კონსტანტინე (კოწია) ჩითანის ძე თავართქილაძის ძმა, სიო დიდი დამხმარე ყოფილა თავისი ძმისა ყველა ზემოხსენებულ საქმიანობაში.
„კოწიამ ამ სიოს იმედით გახსნა სენაკში ქართული სტამბა. ამ სტამბას სიო აწარმოებდა. სენაკში სიოს თავ-დადებულმა სასტამბო შრომამ დაუდო საფუძველი ქართული წიგნების გამოცემის საქმეს, სიოს შრომითვე დაიწყო ამ შუაგულ სამეგრელოს ქალაქში ქართულმა წიგნებმა ვრცელება. მეგრელებს სიოს შრომა კვირცხლად აკავშირებდა ქართულ ენასა და მწერლობასთან, რაც მკაცრი წინააღმდეგი ძალა იყო მეგრულის ახალის მოგონებულის ანბანის. სიო დასნეულდა სტამბის მუშაობისაგან, გარდაიცვალა 1902 წ. სოხუმის სანატორიაში, შობიდან 26 წლისა. სიო აშორდიას ანბანის წინააღმდეგ ყოჩაღად მეცადინეობდა მეგრელებში.“ (ზაქარია ჭიჭნაძე – ქართული სტამბა)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა