“ყველას ვერ მოგვკლავთ” – ლექსო ლაშქარავას პორტრეტი ამ წარწერით, ლონდონში, საქართველოს საელჩოს კარზე გამოჩნდა.
ფოტოებს ფეისბუქზე ქეთი კალანდაძე ავრცელებს.
შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ 7 იანვარს გავრცელდა.
“ოცნების” ხელისუფლებამ კი პასუხად იმავე დღეს სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დაწერეს, რომ ოპერატორის სიკვდილის მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა.