რა გეგმა აქვს ოპოზიციას საქართველში? “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში ხალხთან შესახვედრად ემზადება. ხვალ ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელებენ.
ამჟამად პარტიის 2 ლიდერი ნიკა მელია და კობა ნაყოფია უკვე ხვდებიან სამეგრელოს რეგიონში პარტიის მხარდამჭერებსა და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს.
“მთავარის” ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ექნება კონსულტაციები უკვე ერთობლივ ოპოზიციურ გეგმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა.