ბიზნესმენი თურქმენეთიდან მისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს – იენიშ აბბასოვი ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა მობილური ბეტონის ქარხანა მოტყუებით წაართვეს და ერთ წელზე მეტია, თანხას არ უხდიან.
აბასოვი აპარატის წართმევაში შპს ავტოსადგურ ორბის მეწილეებს – გიორგი გოგოლაურსა და ტრისტან შუკაკიძეს ადანაშაულებს. ბიზნესმენის მტკიცებით, ერთი წლის წინ გოგოლაურსა და შუკაკიძეს ქარხანა იმ პირობით მიყიდა, რომ სრულ საფასურს – 165 ათას 500 ლარს – 34 დღეში დაფარავდნენ, თუმცა, ახლა გიორგი გოგოლაური მას სთხოვს 50 ათასის გადახდას.
კასპში ჩასულმა საპატრულო პოლიცია კიდევ ერთხელ გამოიძახა და ქარხნის ავტოსადგომზე გადაყვანა მოითხოვა.
აბბასოვი დარწმუნებულია, რომ გოგოლაურს მფარველობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობს, რომ სამართალდამცავებს ამ დრომდე გამოძიებული ექნებოდათ თაღლითობის საქმე.
ბიზნესმენისთვის არასანდო იყო ასევე ის ფაქტით, რომ თავიდან გოგოლაურის პარტნიორი შუკაკიძე, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია, სხვა სახელით გაეცნო, თუმცა, მოგვიანებით გაარკვია, რომ გოგოლაურთან დაპირისპირების გამო მან ქარხნის საქმეში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ბრალდებებს სრულად უარყოფს გიორგი გოგოლაური და აბბასოვს ტყუილში ადანაშაულებს. კასპში მის სახლთან მისულებს, ადგილზე არ დაგვხვდა, თუმცა სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ აბბასოვმა მას მოატყუა, თითქოს ქარხანა მწყობრში იყო, თუმცა, ქარხნის გასამართავად, ტექნიკის დამატებით შესყიდვა მას მოუწია.
ახლა სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს და თანახმაა, რომ ქარხანა აბბასოვმა წაიღოს.
ახლა მობილური ბეტონის ქარხანა დალუქულია. ის ამ დროისთვის კასპში რჩება, თუმცა, აბბასოვი ითხოვს, რომ მისი საკუთრება ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე გადაიტანონ.