საახალწლო მეჯლისი დადიანების სასახლეში მხოლოდ რჩეულებისთვის. კულტურის მინისტრმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და საზეიმო მიღებაზე მხოლოდ იმ სტუმრებს უმასპინძლა, რომლებიც დისკომფორტს არ უქმნიან.
პომპეზურ ღინისძიებაზე თეა წულიკიანს თანხების გამოყოფა არ დანანებია, თუმცა დადიანების სასახლეში ჩასულ მინისტრს არც კი გახსენებია ზუგდიდან 75 კილომეტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, რომლებიც ინგრევა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის შემდეგ, ახლა განადგურების საფრთხე ბაგრატის ტაძარს ემუქრება, თუმცა წულუკიანის უწყება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას არ ჩქარობს. მიზეზი ნათელია – ბაგრატის აღდგენა წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა, ამიტომ კულტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ ბაგრატის ტაძრის პრობლემით გელათის ჩავარდნილი რეაბილიტაციის გადაფარვას შეძლებს.
ისტორიული ძეგლების აღდგენის ნაცვლად კულტურის მინისტრი ახალ ტენდერს საკუთარი სამინისტროს შენობის რემონტისთვის აცხადებს და 5 მილიონ ლარზე მეტს რემონტში, ავეჯსა და ინტერიერის დიზაინში იხდის.