საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გამკაცრების პარალელურად გარკვეული შეღავათებიც დააწესა. ერთ-ერთი ასეთი შეღავათი საშემოსავლო გადასახადს ეხება. კერძოდ, 1500 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება. საუბარია 6 თვიან პერიოდზე – დეკემბრიდან მაისის თვის ჩათვლით.
რაც შეეხება ბიზნესის მხარდამჭერ სხვა მიმართულებებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:
- ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან;
- ტურიზმის სექტორის 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
- რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში – ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 1400 კომპანია;
- სესხების გადავადება კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუჩერდებათ საქმიანობა;
- საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სესხების მოზიდვაში.