პურის ბაზარზე გაურკვევლობაა, რადგან, არ ვიცით, რა იქნება გაზის ტარიფი პურის მცხობელებისთვის – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მალხაზ დოლიძის თქმით, გაურკვევლობა წლის დასაწყისში დაიწყო, როცა სხვადასხვა საცხობებს გაზის გადასახადის სხვადასხვა ტარიფი მიუვიდათ.
„ამ ეტაპზე, მასობრივი წარმოების პურზე ფასი არ გაზრდილა და წესით, არც უნდა მომხდარიყო ზრდა, ფქვილის პირდაპირმა შემოსვლამ გააჩინა კონკურენცია ბაზარზე და ფასები დაასტაბილურა. თუმცა, მოხდა ისე, რომ 30-თეთრიანი სხვაობით ეუბნებიან პურის საცხობებს ტარიფს, ვერ იგებენ, რის მიხედვით. ბოლომდე ნათელი არ არის, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება დენის ნაწილშიც. ამიტომ ახლა ენერგომატარებლებზე იქნება დამოკიდებული პურის ფასი. ასე რომ, გაიზარდება თუ არა პურის ფასი, კომუნალურ გადასახდელებზე იქნება დამოკიდებული.
მისივე თქმით, ფასები საახალწლოდ მხოლოდ ქართულ პურზე შეიცვალა და ისიც ლოკალურად.
bpn