ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელად ზედიზედ მესამე, ოთხ წლიანი ვადით ვასილ ჩიგოგიძე აირჩიეს.
სამხატრვრო ხელმძღვანელს თეატრის დასი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს.
ვასილ ჩიგოგიძე წლების განმავლობაში, 90-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის თეატრს. შემდეგ , გარკვეული წლები, ის საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. რვა წლის წინ საქართველოში დაბრუნდა და უკვე ზედიზდ მესამედ ხდება ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.