”ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლობეით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს და ა.შ. აზრები გავცვალეთ. დანარჩენს ხვალ ის თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო – ის მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. ამიტომ სრულიად მისი პირადი პოზიციაც არის და ეთანხმება იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ამგვარად მიიჩნევს სწორედ და ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას და არა პირიქით, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით და მოვისმენთ ხვალ.11 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა და იუსტიციის სამინისტრო გაამართლა არანაირი განცდა არ მრჩება, ფაქტის კონსტატაცია შემიძლია მხოლოდ… ციცინო როხვაძის გადაწყვეტილებების უკან, ისმის ბიძინა ივანიშვილის როხროხი, თან დამცინავი და ცინიკური, ეს უნდა დასრულდეს.
ეს ადამიანები უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს.”
აღნიშნულის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, ხვალ 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც მსჯავრდებულიც დაესწრება.