”ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება. ხაზარაძემ ჯერ ბანკის მეშვეობით ხალხის ხარჯზე, მათ შორის, უკანონოდ დააგროვა ფინანსური აქტივები და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ იმავე ბანკის გამოყენებით და მისი ინტერესების დაზიანებით ჩაიდინა თაღლითობა. ბიძინა ივანიშვილმა კი თავისი საქმიანობა საქართველოში უანგარო და დიდი ქველმოქმედებით დაიწყო 1995 წლიდან. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეებით დაიმკვიდრა ადგილი, რაც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს. სწორედ მან შეძლო უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის!”
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.