სანატორიუმ “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილი წერს:
გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.
ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.