წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ტყვიას შემთხვევით, დედა, 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
ქალს ტყვია საძილე არტერიაზე მოხვდა. ის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით მუხლით დაიწყო.