7521 ინფიცირებული და 31 გარდაცვლილი, ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის ისტორიული ანტირეკორდია.
წითელ ზონად ქცეულ საქართველოში, მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი უკვე მილიონს გადააჭარბა.
ომიკრონის გავრცელება პიკში იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში შევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებულთა საშუალო რაოდენობა შესაძლოა დღეში 10-დან 15-ათასამდე ავიდეს.
საგანგაშო მსოფლიო სტატისტიკაში, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. მილიონ კაცზე გარდაცვლილთა რაოდენობით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მე-7, ვირუსის გავრცელების რიცხვით კი მე-10-ადგილზეა, თუმცა იმ ქვეყნებს შორის სადაც მილიონზე მეტი მოსახლეა, საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.
საშიში სტატისტიკის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ არის, ქვეყანა კი ვირუსის მე-6 ტალღისთვის სრულად მომზადებულია.