სახელისუფლებო სისტემისა და ჩინოვნიკების არაადამიანური დამოკიდებულების გამაოგნებელი მაგალითი.
“მთავარი არხის” ცნობილმა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გაახმაურა შოკისმომგვრელი ისტორია.
საქმე ეხება მის 18 წლის ვაჟს, რომელიც თურმე ჯარში გაიწვიეს და შემდეგ გამოუცხადებლობის მიზეზით სასამართლოშიც კი უჩივლეს.
ეს ყველაფერი სტანდარტულ და შესაძლოა, კანონიერ პროცესადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ სახელისუფლებო სისტემის, ჩინოვნიკური და პირველ რიგში ადამიანური დამოკიდებულების ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩინოვნიკებმა სავარაუდოდ უბრალოდ გააყალბეს დოკუმენტები და მთელი ამ დროის განმავლობაში არავის არსად, არც ერთ საბუთში არ ამოუკითხავს და არც დაინტერესებულა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
”საგიჟეთში ვცხოვრობთ ……დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა)თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…… აი ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში…ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური ……
ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა ,ნეტავ.
სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ Mikheil Gaprindashvili და Ilia Gogsadze. ” – წერს ნათია გოგსაძე.