ცენტრ “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ოთარ თოიძე, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეხმაურება.
როგორც თოიძე აცხადებს, რომ უმძიმესია ეს დასკვნა.
მისივე შეფასებით, სწორი ნაბიჯი, მესამე პრეზიდენტის უცხოეთის კლინიკაში გაგზავნა იქნება.
“დასკვნა არის უმძიმესი, ის ცოტა რბილ ტონებში იყო ნათქვამი. აქ ხაზი იყო გასმული, რომ პაციენტი არ იღებს იმ სამკურნალო საშუალებებს და იმ მეთოდებს, რომელიც საჭიროა მისი განკურნებისათვის.მაშინ როდესაც დასკვნაში კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები. სწორი ნაბიჯი იქნება პაციენტის გაგზავნა უცხოეთში მულტი დისციპლინარულ კლინიკაში” – ამბობს ოთარ თოიძე