მოსახლეობის თქმით, გურიის ერთ-ერთ სოფელში დიდთოვლობის გამო მიცვალებულს ვერ კრძალავენ

უამინდობის გამო, გურიის ნაწილი პარალიზებულია. ოზურგეთში მოსულმა უხვმა ნალექმა გზები სრულად ჩახერგა, თუმცა ამ დრომდე, მძიმე ტექნიკა არ გამოჩენილა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, სოფელ საჭამიასერში  მიცვალებულს ვერ კრძალავენ. მოსახლეობა შველას ითხოვს ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია და სასწრაფო დახმრების მანქანები გამოძახებულ მისამართებზე ვერ მიდიან.. სოფლების ნაწილს, ელექტროენერგია შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიეწოდება.

“შუქი არ არის სოფელში,გზა, კვალი. საერთოდ მოუმზადებელი შეხვდნენ ყველაფერს. საჭამიასერში ჩემი მეგობარი ცხოვრობს,  მიცვალებულს ვერ კრძალავენ, იმხელა უყურადღებობაა. გამოდიან და მერე პიარს იკეთებენ ყველაფერი გაწმენდილიაო,ჩვენი კითხვები არ მოსწონთ”.

“შუქი არაა,გზა არაა,ამფერი ტყულა გაიარა ტრაქტორმა, მანქანა ვერ გაივლის” – აცხადებენ ადგილობრივები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share