ტექნიკის მაღაზიათა ქსელის “აიპლიუსის” განცხადებით Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსი კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა.
“აიპლიუსი” განმარტავს, რომ კონტრაქტის გაწყვეტა უკავშირდება ქართველი მომხმარებლების დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხზე :
“აიპლიუსმა Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა!
რაც იმას ნიშნავს, რომ კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ!
მიზეზი მოქალაქეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიისათვის რელიგიური დანიშნულების მინიჭება გახდა!
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას.
მიუხედავად იმის რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედრივე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება!
მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოვაარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლოურად 1.5 მილიონი იღუპება და ამ ადამიანებს რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა
უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის.
პლასტიკურ ბარათებზეც იგივე დამოკიდებულება იყო წლების წინ, თუმცა ყველამ დავინახეთ რომ არავითარი ეშმაკი შიგ არ ჩაჯდა!”-ნათქვამია “აიპლიუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.