სააკაშვილი ციხეში – ეს სიჩუმე ჩვენი ყველას სირცხვილი და უთავმოყვარეობაა, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“პუტინის პირველი პატიმარი – სააკაშვილი ციხეშია, მეთოდურად მიზანმიმართულად კლავენ მას საკუთარ ქვეყანაში ანუ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს – პუტინს აქვს ოკუპირებული!!!!!!!!
რა სირცხვილია და დიდი უთავმოყვარეობა! ვისი უთავმოყვარეობა?? ჩვენი ყველასი ცხადია! ოკუპირებული ქვეყნის სირცხვილი – სიჩუმეა!” – წერს თაკო ჩარკვიანი.