ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია გაფიცული სოციალური აგენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყებამ სოც მუშაკებს გააცნო ის ინფორმაცია, რომ მათი ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა. მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.
თავად სოციალური აგენტები კი შეხვედრის შესახებ არ საუბრობენ.
ცნობისთვის, 500-მდე სოციალური აგენტი უკვე მე-5 დღეა, გაფიცულია. ისინი 20 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდა.