მსოფლიო დიპლომატიის კვირეული, პუტინის შესაჩერებლად – ნერვების ომი უკრაინის საზღვართან, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება, ნებისმიერ წუთს, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო თანამეგობრობა ვლადიმერ პუტინის მორიგი ავანტურის პასუხად, უკრაინას თავდაცვითი სისტემებით ეხმარებიან და მყარად დგანან პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არ გადაიხედება.
საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინის ღია მხარდაჭერას ისევ არ აპირებს. მმართველმა პარტიამ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია, მაგრამ თქვა, რომ ომის ზღვარზე მყოფი უკრაინის თანადგომისთვის, ყიყინი საჭირო არ არის, თუმცა ეს ხელისუფლების პოზიციაა და არა ქვეყნის.
ჩვენს პარტნიორებს, მხარდაჭერა დღეს საგანგებო მიმართვით ოპოზიციამ გამოუცხადა. ქვეყანას, რომლის პრეზიდენტი 2008 წლის ომის დროს, ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე იდგა.
მთავარი არხი