როგორ გადააქცია პრემიერმა ხალხის საკუთრება თავის უკანა ეზოდ – “ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნუნუკა თამაზაშვილს ბაკურიანში ტყე აჩუქა.
უფრო კონკრეტულად, ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილასთან მდებარეობს.
მთავრობის მეთაურის უახლოესი მეზობლები ამ კარ-მიდამოს, მასშტაბისა და სიმდიდრის გამო, რეზიდენციას უწოდებენ.
ნუნუ თამაზაშვილმა ბაკურიანის ტყის გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 28 დეკემბერს 16:45 წუთზე მიმართა, გადაიხადა შესაბამისი 55 ლარიც. კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, ქონება მის სახელზე ზუსტად 31 დეკემბერს უნდა ასახულიყო, თუმცა რჩება განცდა, რომ ეს საახალწლო საჩუქარი იყო და, იუსტიციის მინისტრმა პრემიერის ცოლს არ ალოდინა. ოთხ დღეში გასაფორმებელი მიწა, ორ საათში 28 დეკმბერსვე, 18:37 საათზე ნახევარი საუკუნით გადაუფორმა.