კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახლით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში, „აქტუალურ შაბათი“ განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე.
„იულონ გაგოშიძე ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს. ჩემთვის გაუგებარია, ვისგან და რისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომლის არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა, ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე ბატონი იულონის მეუღლე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს, ასევე იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს. ასევე ბატონი იულონის რძალი მუშაობს ჩვენს სისტემაში „ნაციონალების“ დროიდან და ხელფასს იღებს. ასევე ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილისშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ, ხელოვნების მუზეუმში. ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, რომელიც გარკვეული „ბონბონიერია“, რომელშიც შენ ვითარდები, ხარ რა საბჭოთა დროის მეცნიერი, თვლი, რომ ეს საბჭოეთი კარგია, რომელიც შემდეგ გააღვივა და გააძლიერა სწორედ ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, როცა იყო ჩემი წინამორბედი. თავადაც, როცა ბონბონი გგონია თავი და ხარ „ბონბონიერში“, შემდეგ როდესაც ამ სიმყუდროვეს გირღვევენ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ლეგიტიმურად ჩაითვალოს შენი აღშფოთება“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.
rezonansi