პარლამენტის წევრი და ექიმი ლადო კახაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ხელისუფლების ყველა გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს. მისი თქმით, არც მესამე პრეზიდენტისთვის დაუკლიათ ჯანმრთელობის კუთხით არაფერი და პროფესიონალური დახმარებაც ჩაუტარდა:
“საქართველოს ყველანაირი პოტენციალი აქვს. მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი დახმარება გაეწია და გაეწევა კიდეც. მისთვის ჯანმრთელობის კუთხით არაფერი დაუკლიათ, პროფესიონალური დახმარება ჩაუტარდა. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, როგორიც სააკაშვილია, ყველანაირი პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ სასჯელი მოიხადოს. ახლა, მე რაც უნდა ვილაპარაკო, ეს პოლიტიზირებული თემაა, პოლიტიზირებული გახადა ოპოზიციამ, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი, ავდარში თუ დარში, ადამიანის უფლებები ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს დაცული. მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია” – აცხადებს ლადო კახაძე.