“პარლამენტარებს უშვებენ, ოჯახის წევრებს, რატომ არ შეიძლება პირადი ექიმი შევიდეს, ვერ ამიხსნია” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა. მან რუსთავის მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
”ექიმებს არ უშვებენ, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის აუხსნელია, რას ნიშნავს, რატომ არ უნდა უშვებდნენ, პარლამენტარებს უშვებენ, თითქოს ყველას უშვებენ, ოჯახის წევრებისთვის შეიძლება და რატომ არ შეიძლება, რომ ვთქვათ, პირადი ექიმი შემოვიდეს, რა ხდება, ვერ გამიგია, ვერ ამიხსნია” – თქვა გიული ალასანიამ.