პარალიზებული ლაბორატორიები და ლიმიტის ზღვარზე მყოფი კლინიკები. კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღა ჯერ პიკთან მიახლოებულიც არ არის და ჯანდაცვის სისტემას უკვე უმძიმესი პრობლემები შეუქმნა.ამ მომენტისთვის ქვეყანაში პრაქტიკულად ამოწურულია სწრაფი ტესტების მარაგი და შევსება მხოლოდ ხვალისთვის იგეგმება.
კლინიკებში კი პრობლემები ორმაგი მიმართულებისაა, საწოლი ადგილები თითქმის აღარ არის და საგრძნობლად გაზრდილია ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა.ყოველდღიურად იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობაც და ამ ფონზე ქვეყნის მთავრობა რეაგირებას არ ჩქარობს.
ჰოსპიტალური სექტორის დახმარების ნაცვლად, ხელისუფლება პრიორიტეტად კვლავ და არაერთხელ ჩავარდნილ ვაქცინაციას ასახელებს.