იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო პატივს სცემს საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც ევროპული უსაფრთხოება ემყარება მრავალი წლის, ათწლეულობის განმავლობაში. ეს არის ის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ერის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების რა სახის მოწყობის ნაწილი სურს იყოს, ან [არ] სურს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებებს გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ და ასევე, მიზეზი იმისა, რომ ორივე ქვეყანასთან ძალიან ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს”, – აცხადებს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, ეს ეხება ერების პატივისცემას და ამ მიდგომას არ შეცვლიან