რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელსაც თეატრში როლები ცოლზე ძალადობის შესახებ ბრალდებების შემდეგ შეუჩერეს, დამკრძალავ ბიურო ჰერმესში დასაქმდა.
ეს კომპანია თბილისის სახელმწიფო სასაფლაოებს მართავს, რომლებსაც დედაქალაქის მერია განაგებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, ის სასაფლაოების აღწერა–ინვენტარიზაციაზე მუშაობს. თუმცა ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ის ჰერმესში რეალურად არ მუშაობს და ფიქტიურად არის გაფორმებული– ხელფასს იღებს, თუმცა რეალურად არაფერს აკეთებს.
სასაფლაოების მმართველი კომპანია ჰერმესი საკმაოდ მომგებიანი კომპანიაა. ის ყველა სახის სარიტუალო სერვისს ეწევა.
კომპანიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰქონდათ ვაკანსია, რომლითაც ზანგური დაინტერესდა, მათთან მივიდა და სამსახურში ასე მიიღეს. თუმცა, ტვ პირველის ინფორმაციით თბილისის მერს, კახა კალაძეს ზანგურის დასაქმების თხოვნით, რეჟისორმა რობერტ სტურუამ მიმართა.ზანგურის ხელფასი უცნობია.