ბავშვები, რომლებიც გაზით გარდაიცვალნენ, სიცოცხლეში ყველს და ,,ბასანოჩკებს” ნატრობდნენ – რას წერს დიკა სალაყაია

მთელი საქართველო შეძრა შანიძეების ოჯახის ტრაგედიამ. აირის ნამწვით ინტოქსიკაციამ მთელი ოჯახი შეიწირა. ეს ტრაგედია საერთოდ გაუსაძლისს ხდის ტკივილს, როცა იგებ, რომ ეს პატარა ანგელოზები სიცოცხლეში ყველს ნატრობდნენ. დიახ, ყველი ენატრებოდათ ბავშვებს, რომელთა სიცოცხლეც ნაქირავებ ბინაში დასრულდა. დასრულდა 6 წლის მა­რი­ამის, 5 წლის და­რე­ჯანის, 12 წლის და­ვითის და მათი ახალგაზრდა მშობლების, 32 წლის ირაკ­ლი შა­ნი­ძის და რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლის.

პოეტი დიკა სალაყაია ზაფხულში ესტუმრა ამ ოჯახს, რომ დახმარებოდა და მაშინ ემოციურად ძალიან მძიმე პოსტი გამოაქვეყნა:

,,მისვლამდე დედას რომ ვკითხე, ბავშვებს ყველაზე ძალიან რა უნდათ-მეთქი, ვერც კი წარმოვიდგენდი ბავშვების ნატვრას – ყველი და ,,ბასანოჩკებიო”.
ყველიიიიიი…. სათამაშოები კი არა, ასეთი ოცნებებიც აქვთ პატარებს… ჰოდა, ძალიან ბევრი ყველი, ხორცის და რძის ნაწარმი, ტკბილეული, ბოსტნეული, ბურღულეული, ხილი, სათამაშოები და ახალი ფეხსაცმელები აქვთ ახლა ამ ანგელოზებს. სახატავი რვეულების ნაცვლადაც აღარ გააფერადებენ კედელზე სიძველისაგან გაყვითლებულ კედლებს. როცა სადარბაზოში საჭმლის სურნელი დატრიალდება, აღარ მოადგებათ თვალზე ცრემლი. მადლობა, ვინც ბავშვებისათვის რაღაცები გამატანა. რომ არა თქვენ, ეს ბავშვები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მშივრები დარჩებოდნენ”.

დიკა სალაყაიასთვის დიდი დარტყმა იყო, რამდენიმე საათის წინ ფოტოებზე ის ანგელოზები რომ ამოიცნო, რომლებიც სიცოცხლეში ,,ყველს და ,,ბასანოჩკებს” ნატრობდნენ.

,,ეს პატარებიიი ჩვენი პრინცესები აღმოჩნდნენ… ეს ფოტოებიც იმ დღეს გადავუღე. ცისფერთვალება ანგალეზები. როგორ მეწვის გული. ამ ზაფხულს ვიყავი მათთან. პატარა ანგელოზის დაბადების დღე ახლოვდებოდა, ბავშვებს ,,ბასანოჩკები” უნდათო ძალიან, მისმა დედიკომ და შოკოლადები…
ღმერთოოოოო… მათ თვალებში რაღაც უძირო სევდა არის-მეთქი ვფიქრობდი მაშინ… ეს რა გავიგე”.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share