საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში, ოცნებამ სიტყვა რუსეთი არ შეიტანა.
კომიტეტზე ოცნებამ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა და მას დღესვე გაიტანენ პლენარულ სხდომაზე.
განხილვა კი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია მკაფიოდ მოითხოვს რეზოლუციაში მთავარი აგრესორის – რუსეთის ჩაწერას , რასაც არ იზიარებს და ამ ყველაფერს საცირკო წარმოდგენას უწოდებს.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ მათი მომზადებული ტექსტი დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან.