ქალაქ რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი იმართება 15-წლამდეთა შორის.
შეჯიბრში მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული, ჭიდაობის სექციის სპორტსმენები იღებენ.
ტურნირის პირველი სასეჯიბრო დღე ჩვენმა მოჭიდავეებმა წარმატებით დაასრულეს.
ხვალ ფინალში იჭიდავებენ :
ლუკა კილაძე ( 41 კგ )
ერეკლე თავბერიძე და ალექსი ფაისიეშვილი ( 44 კგ)
გიორგი როყვა ( 57 კგ)
მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ :
გიორგი ტაკიძე, გიორგი ქათამაძე, აჩი ქათამაძე, ზურა სადრაძე, დავით გობრონიძე და მერაბ მახარაძე
ასევე რეპეშიდან მესამე ადგილისთვის ბრძოლას გაგძელებენ – ბაჩო აბაშიძე და ვანო ბეროზაშვილი
ნაკრები გუნდი ასპარეზობისთვის მწრთვნელებმა : კობა ბალავინოვმა,ძმებმა ზურაბიანებმა, ფრიდონ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.