ტრაგედია ქუთაისში – ავარიას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილი თავად მანქანით გადაადგილდებოდა, თუმცა მას სავარაუდოდ საწვავი გაუთავდა, საყიდლად უახლეს ბენზინგასამართ სადგურამდე ტაქსით გაემართა, უკან დაბრუნებულს კი, საკუთარ მანქანაში ჩაჯდომამდე ავტომობილი დაეჯახა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც ფეხით მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა, შემთხვევის ადგილზე არ შეჩერებულა და ადგილიდან მიიმალა.