ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა არასრულწლოვანი

ხულოში გზიდან გადავარდა ავტომანქანა, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა – ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს. მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

“ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი”,- წერს “ბათუმელები”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share