საქორწინო სუფრასთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე, გარდაბნის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის სიძე, რომლის ნათესავებთან სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა.
დაკითხვების სერია პოლიციის განყოფილებაში დღეს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 დღის წინ მომხდარი “მთავარმა არხმა” გააშუქა.
სასტიკი ანგარიშსწორება ქორწილში სტუმრად მისულ სიძის ნათესავებთან, გარდაბანში 5 დღის წინ მოხდა. სასტიკად ნაცემია სუფრის რამდენიმე წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი, ამ დრომდე მძიმეა, ერთი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა, სუფრის კიდევ ერთი წევრი კი ამ დრომდე კომაშია.
”ჩვენ ამ ძალადობაში არაფერ შუაში ვართ. ის დაზარალებულები ჩვენი ნათესავები არიან. მათი გოგო მოვიყვანეთ რძლად. ქორწილის დროს ხმაური მოხდა და გარეთ გამოვედით. ვნახეთ, რომ იქით ქუჩის ბოლოს ბევრი ხალხი იყო და ჩხუბობენ. ღამე იყო სიბნელეში ვერც გავიგეთ, ვინ დაესხა თავს მათ. შემთხვევის ადგილას რომ გავედი ვნახე ფონიჭალიდან მოსული ჩვენი ნათესავი ძირს არის დაგდებული დავეხმარეთ სახლში შემოვიყვანეთ წყალი მივეცით. ჩვენ პირიქით დაზარალებულებს დავეხმარეთ, ” – ამბობს სოფელ ჯამდარის მკვიდრი ვაქილ მუსტაფაევი.