პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების გარდა, სხვა პირებსაც დაეკისროთ პასუხისმგებლობა.
ამ ის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ სასამართლო სახელმწიფო ღალატს დაადასტურებს.
ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.