“საქართველოსთან განსაკუთრებული გრძნობა მაკავშირებს… ქვეყანას რუსეთთან ტრაგიკული გამოცდილება აქვს” – ანდჟეი დუდა

საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან მიმართებით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

”რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე ასევე მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, გვქონდა შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და შემგდომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე…

მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა საქართველო ასევე არის ქვეყანა, სადაც ჩამოვიდა ჩვენი პრეზიდენტი ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო…

….საქართველოს ცოტა ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან მკაცრად გამოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი კონსულტაციები

მინდა გაეცნოთ პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მინდა აღვნიშნო, რომ მე მინდა წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ… მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები და გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ის უსაფრთხოება და ყველა ის საკითხი რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, ის, ვისთანაც ჩვენ ვმეგობრობთ, ” – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ტრანზიტული ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share