მამა პეტრე კოლხი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სააფთიაქო ბიზნესში ჩართულ ადამიანებზე წერს და ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე ჯიბის გასქელებას უპატიებლად მიიჩნევს: “პანდემიის პირობებში ჯიბის გასქელება არავის შეერგება. აფთიაქის მეპატრონეები ახლა დიდი გამოცდის წინაშე დგანან. უმუშევრად დარჩენილი ხალხის ხარჯზე, ბიზნესს ნუ გამართავენ. შეიძლება უფასოდ ვერ ჩამოარიგონ მედიკამენტები, მაგრამ გაოთხმაგებული ფასებით ნუ გაყიდიან. არ შეიძლება, სირცხვილია, დანაშაულია, ცოდვაა… ვისაც ფული არ აქვს, მოკვდეს?! ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს”!..-წერს მამა პეტრე.