5-6 თებერვალს პარიზმა ძიუდოს 2022 წლის გრანდ სლემს უმასპინძლა. პრესტიჟულ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმაც წარმატებით იასპარეზეს და საქართველოს 4 მედალი მოუპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ხოლო ბრინჯაოს დასჯერდნენ ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.
აღნიშნული გრან პრის საპრიზო ფონდი ჯამში 154.000 ევროს შეადგენდა. თანხები კი მედლების ხარისხის შესაბამისად ნაწილდებოდა – 5000 ევრო ოქრო, 3000 – ვერცხლი და 1.5000 ბრინჯაო. ოფიციალური მონაცემებით კი ამ თანხებიდან გარკვეული ნაწილი მწვრთნელისაა. შესაბამისად, შავდათუაშვილმა 4000€ გამომუშავა, გრიგალაშვილმა 2400€ ხოლო პაპინაშვილმა და მარგველაშვილმა 1200-1200€.
17 თებერვალს კი დაიწყება თელ ავივის გრანდ სლემი, სადაც საქართველოს სახელით 15 ძიუდოისტი იასპარეზებს.
წყარო :tia.ge