“დღეს მდგომარეობით 40 000 აბონემენტია გაყიდული, მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურისა და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება დღეის მდგომარეობით, გამოვიდა 32 თეთრი. რასაც ჩვენ ვხედავთ რამდენი აბონემენტია გაყიდული, რამდენი ადამიანი იხდის ერთჯერადად მეტრომანებით, რომელიც ძალაშია, საშუალო ტარიფი გამოვიდა 32 თეთრი”.
აცხადებს მერი კალაძე პირველი თებერვლიდან ამოქმედებულ სამგზავრო აბონემენტებზე.