პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის პრეზიდენტობა ჯერ კიდევ 2013 წელს უნდოდა. ამის შესახებ ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა:
”სალომე ზურაბიშვილს 2013 წელს, როცა გიორგი მარგველაშვილს ვაყენებდით პრეზიდენტობის კანდიდატად, მაშინაც უნდოდა პრეზიდენტობა. ჩემთანაც ჰქონდა ასეთი თხოვნა ზურაბიშვილს , რომ მასზე შეგვეჩერებინა არჩევანი. ბიძინა მაშინ… არ ვიტყვი რა სიტყვებით მოიხსენიებდა, საერთოდ არ ხვდებოდა ზურაბიშვილს. ახლა მით უმეტეს მისთვის ( ივანიშვილისთვის) პრეზიდენტი ინსტიტუციურად მნიშვნელოვანი არ არის.” – განაცხადა ხუხაშვილმა.